ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოთხი სატელევიზიო არხი მათ შორის, ”ალ ჯაზირას“ წარმომადგენლობა, მაუწყებლობას შეწყვეტს. დანარჩენი სამი ტელეარხი სხვადასხვა ისლამისტურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული.
ერთ–ერთ მათგანს „ძმები–მუსულმანები“ აფინანსებენ.
ორშაბათს ეგვიპტიდან „ალ ჯაზირას“ სამი უცხოელი ჟურნალისტი გააძევეს. როგორც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, ამ ტელეარხის თანამშრომლებს ჟურნალისტური აკრედიტაცია არ გააჩნდათ.
მასალის გამოყენების პირობები