„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს რიგით მესამე ანგარიშს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიების შესახებ. ამჯერად კვლევა 2013 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე გაცემულ თანხებს ეხება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად არასამათავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. 2013 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისის ჩათვლით 610 409 ათასი ლარი გაიცა. ჯამში, რეგიონის თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეებზე 6 თვის განმავლობაში, პრემიის სახით 1 385 737 ლარი გაიცა.
მიღებული ინფორმაციის თანახამდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები პრემიას გასცემენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 37-ე, 74-ე და 75-ე მუხლების თანახმად. აღნიშნული კანონის 74-ე მუხლი ამბობს რომ საჯარო მოხელისათვის ერთდროული ფულადი ჯილდოს გადაცემა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობა სანიმუშოდ იქნა შესრულებული, ასევე ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის1.
მიუხედავად აღნიშნული მუხლის მითითებისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ არ გაკეთებულა კონკრეტული განმარტება თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საჯარო მოხელის პრემირების შესახებ. პრემიის გაცემა, როგორც წესი დღესასწაულებს ემთხვევა (ახალი წელი, აღდგომა, პეტრე პავლობა და ა.შ.).
განსხვავებით 2013 წლის პირველი სამი თვისაგან მეორე კვარტალში პრემია გაიცა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებზეც, მათ სტანდარტულად ასაღები ხელფასის ნახევარი აიღეს, ჯამში სამხარეო-ადმინისტრაციის თანამშრომლეზე გაცემული პრემიის რაოდენობამ 21 920 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ პრემიები კვლავ არ გაცემულა ჩხოწორყუს მუნიციპალიტეტში, წალენჯიხის საკრებულოსა და ფოთის მერიაში, წალენჯიხის გამგეობაში კი მხოლოდ ერთ თანამშრომელზე გასცეს.
წყარო:
http://transparency.ge ვრცლად
მასალის გამოყენების პირობები