წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამ ინფორმაციას რადიო „ათინათთან“ საუბარში წალენჯიხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით სალია ადასტურებს. მისი განმარტებით,განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში.
სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი/მ „გოჩა აბაშიძე“ აწარმოებს. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოყოფილია 464 ათასი ლარი. დანარჩენ 8 სკოლაში სარემონტო სამუშაოები კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.
ხელშეკრულების მიხედვით, სარემონტო სამუშაოები დასრულდება 15 სექტემბრისთვის. ექსპერტიზას ჩატარებულ სამუშაოებზე ჩაატარებს სამხარაულის ეროვნული ბიურო.
მასალის გამოყენების პირობები