Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/gia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/gia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/gia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/gia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ონარიის დასახლება უმძიმეს მდგომარეობაშია - კვლევის პრეზენტაცია ათინათში
ასოციაცია „ათინათის“ სააქტო დარბაზში დღეს, 7 სექტემბერს ონარიის დასახლების სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტრული მდგომარეობის ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა. კვლელვა ასოციაცია „ათინათის“, „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოალიციური პროექტის, „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში მომზადდა. შეხვედარას, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ონარიის მოსახლეობის ნაწილიც დაესწრო. კვლევის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კერძოდ ონარიის დასახლებაში, ამორტიზირებულია საცხოვრებელი კორპუსები, მოშლილია სახურავი, მოუწესრიგებელია კანალიზაცია და დაბინძურებულია ჭები, რის გამოც სხვადასხვა ვირუსული დაავადებების შემთხვევები ხშირია. ონარიაში დაახლოებით 350 ადამიანი ცხოვრობს. მუდმივად მცხოვრებ 109 ოჯახს შორის 47 იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებია ამავე კვლევის თანახმად, ონარიის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების დონე დაბალია და ის 28% შეადგენს. აქედან, 12% თვითდასაქმებულია, სეზონურად 11 % მუშაობს, ხოლო 5% დაქირავებული შრომიდან აქვს შემოსავალი. „ონარიის დასახლებაში 34 ოჯახი არის ფულადი სოციალური დახმარების მიმღები. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება“, - ნათქვამია „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში მომზადებულ კვლევაში. წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ონარიის დასახლებაში ყველაზე დიდ პრობლემას მოუწესრიგებელი კანალიზაცია წარმოადგენს, რომელიც ამავდოულად სასმელ წყალს აბინძურებს. კვლევის ფარგლებში ონარიის საექიმო ამბულატორიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დასახლებაში მცხოვრებთა შორის გავრცელებულია, როგორც თანდაყოლილი, ისე ინფექციური დაავადებები. მათ შორის: სიმსივნეები, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები, ასევე, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები, კარდიოლოგიური, ნერვული სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, სუნთქვის ორგანოების, რევმატული დაავადებები, დიაბეტი, ეპილეფსია, ჰიპერტონია, ჰეპატიტები, ტუბერკულოზი, ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ა შარდ-სასქესო სისტემის და თანდაყოლილი ანომალიები. მათ შორის ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები. ამასთან, კვლევის ავტორები ადილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობენ და გამოთქვამენ მზაობას, ზემოაღნიშულ საკითხებზე, ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლონ. ონარიის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ დახმარებისთვის, ბევრჯერ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას განმარტებით, ზემოაღნიშნული პრობლემა მათი უწყებისთის ცნობილია და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. თოდუა აქვე დასძენს, რომ ონარიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორცილებლად, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები იქნება გამოყენებული.როგორც თოდუა აცხადებს, მიმდინარე წელს ონარიაში მოწესრიგდება შიდა გზების ნაწილი და სანიაღვრე სისტემა, დანარჩენი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მომდევნო წლებში იქნება მოგვარებული. ცნობისთვის, პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში პერიოდულად იმართება შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მიმოიხილება ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. ასევე, ხდება კონკრეტულ თემში არსებული პრობლემების მოკვლევა, რაც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. კოალიციური პროექტი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.