სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს ხუთი მოქალაქე სტამბული-თბილისის რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მომდევნო რეისით თბილისში, თურქეთის გავლით კიდევ შვიდი ადამიანი დაბრუნდება. დანარჩენები გემით ბეირუთიდან მოემგზავრებიან.
საქართველოში დაბრუნებულები საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდიან. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საომარ მოქმედებებს აქვს ადგილი, დამასკოში ჩვეულებრივი სიტუაციაა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, სირიიდან საქართველოში 18 მოქალაქე დაბრუნდება, რომლებმაც დახმარების თხოვნით საგარეო უწყებას მიმართეს.
მასალის გამოყენების პირობები