Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა 2013 წლის აგვისტოს სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. შსს-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას. 2013 წლის აგვისტოს თვე 770 608 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 3 568 518 ვიზიტი შეადგინა, რაც 26,4%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 1 415 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,7%); ბ) ტრანზიტი - 758 872 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 61%); გ) სხვა - 1 394 431 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 20%). 2013 წლის აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+25%), აზერბაიჯანიდან (+21,9%), სომხეთიდან (+26,8%), რუსეთიდან (+44,2%), უკრაინიდან (+59,3%) და ირანიდან (-41,2%) განხორციელდა. ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-აგვისტოს თვეებში გამოირჩევიან პოლონეთი, ჩეხეთი და ავსტრია (შესაბამისად 72%, 35% და 30%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (37%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები - 64% –იანი მატებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.