ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, ზურაბ ხარატიშვილი თამარ ჟვანიამ შეცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში კენჭისყრა გუშინ გაიმართა და თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას დანიშვნას კომისიის ექვსივე წევრმა მხარი დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 9 სექტემბერს სამი კანდიდატურა წარადგინა. თამარ ჟვანიას გარდა წარდგენილი იყო მანუჩარ გამყრელიძისა და კონსტანტინე ამირაჯიბის კანდიდატურები.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზნებით ახსნა.
მასალის გამოყენების პირობები