გადაწყვეტილება უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან კონსულტაციის დროს მიიღო.
დეპუტატები სექტემბერში პრემიერის უფლებამოსილების შეზღუდვისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ქვორუმის განსაზღვრის შესახებ იმსჯელებენ. პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხს კი, მოგვიანებით განიხილავენ. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის ცვლილების განხილვა პარლამენტში მუშაობის განახლების შემდეგ დაიწყება.
დავით უსუფაშვილთან კონსულტაციების დროს, უმრავლესობის წევრებმა სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.
უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ კონსტიტუციურად უფლება აქვთ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობა შეწყვიტონ და მათი პრეზიდენტობის კანდიდატის პიარკამპანიაში მონაწილეობა მიიღონ.
მასალის გამოყენების პირობები