მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ეკლესია "ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს" შესთხოვს, "აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა".
ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა ორმა მოვლენამ განაპირობა.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: "სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე ... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული".
ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.
მასალის გამოყენების პირობები