ზუგდიდში დღეს, 16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს ელოდებიან. რიჩარდ ნორლანდი დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დახურულ ფორმატის შეხვედარს გამართავს. ხვალ კი მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს.
ამასთან, აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდის შეხვედრები ხვალ, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლებთანაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები