Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00783.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00783.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00783.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00783.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ზუგდიდის სოფლებში არსებული პრობლემების ანგარიშის წარდგენა
ზუგდიდის გამგეობის სააქტო დარბაზში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამართული შეხვედრების შუალედური ანაგრიშის“ პრეზენტაცია გაიმართა. ანაგრიშის პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ზუგდიდის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ასოციაცია “ათინათის”, „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისისა და “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის” კოალიციური პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში გაიმართა. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თხუთმეტ სოფელში გამოვლენილი პრობლემები და მოსახლეობის საჭიროებები. კოალიციური პროექტის მიზანია სოფლებში გამოვლენილი პრობლემები ზუგდიდის 2014 წლის ბიუჯეტისა და მომდევნო სამი წლის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახოს. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი პრობლემები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს ეხება. კერძოდ, ყველაზე მწვავედ დგას სანიაღვრე არხებთან და გზების რეაბილიტაციასთან, საბავშვო ბაღების შენობა-ნაგებობების მოწესრიგება და ელექტრო ენერგიის სისტემის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და ა.შ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  კონსტანტინე ხმალაძემ, ჟურნალისტებთან საუბარში, პროექტის ავტორებს პრეზენტაციაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა რომ წარმოდგენილი ანგარიში ძალიან სასარგებლო იქნება უწყებისთვის. „ჩვენ უშუალოდ პირველწყაროდან მივიღეთ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისვის, რომ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - განაცხადა კოტნსტანტინე ხმალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურა - ადგილობრივი თვითმმართვერლობის გზამკვლევი - მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს თვითმმართველობის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. კოალიციური პროექტის კოორდინატორის არჩილ თოდუას განმარტებით, მათ იმედი აქვთ, რომ ზუგდიდის გამგეობა კვლევების შედეგად გამოვლენილ პრობლემებს მომდევნო საბიუჯეტო წლების პრიორიტეტების დოკუმენტში გაითვალისწინებს და პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. ცნობისთვის, პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში პერიოდულად იმართება შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მიმოიხილება ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. ასევე, ხდება კონკრეტულ თემში არსებული პრობლემების მოკვლევა, რაც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. კოალიციური პროექტი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.