გავრცელებული ინფორმაციით რაჭველმა გადადგომის შესახებ განცხადება 11 სექტემბერს დაწერა.
კულტურის სამინისტროს განცხადებით სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ნინო ნახუცრიშვილი შეასრულებს.
ინფორმაცია დღეს კულტურის სამინისტროს წინ მუსიკოსების მიერ გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი. აქციის მონაწილე მუსიკოსები აცხადებდნენ, რომ ისინი თანამდებობიდან ნიკოლოზ რაჭველის გამო გაათავისუფლეს. მუსიკოსებთან კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ნიკოლოზ რაჭველმა თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები