„დაიცავი საქართველოს“ წევრები კახა მიქაია და ალექსანდრე (საშა) მოლაშხია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ზუგდიდში დააკვეს. ისინი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა გრიგოლ ქობალიას ქუჩაზე სახლის სანომრე ნიშნებს თვითნებურად ცვლიდნენ.
„დაიცავი საქართველოს“ წევრებმა სახლის სანომრე ნიშნები თავად დაამზადეს. მათი თქმით, ქუჩის მცხოვრებლებისგან აქვთ ნებართვა და ხელმოწერები, რომ გრიგოლ ქობალიას ქუჩას ძველი სახელი - რევაზ ლაღიძის სახელწოდება დაუბრუნდეს.
სამართალდამცავებმა მიქაიას და მის თანამოაზრეებს რამდენჯერმე მოუწოდეს უკანონო ქმედებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა უშედეგოდ.
კახა მიქაია, თანამოაზრეებთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია გრგიგოლ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს. მიქაიას განმარტებით, მათ აღნიშნულ საკითხზე რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა ამბობს, რომ დღემდე შედეგს ვერ მიაღწიეს.
მასალის გამოყენების პირობები