Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00202.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00202.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00202.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00202.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
კახა მიქაია და ალექსანდე მოლაშხია სასამართლომ 400-400 ლარით დააჯარიმა
"დაიცავი საქართველოს" წევრები კახა მიქაია და ალექსანდრე (საშა) მოლაშხია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ,  ჯარიმის სახით,  400-400  ლარის  გადახდა  დააკისრა.  მიქაიამ და მოლაშხიამ სასამართლოს განუცხადეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. "მე ვაპირებ ვუჩივლო ხელისუფლებას თუ არ შეუცვლიან სახელს გრიგოლ ქობალიას ქუჩას.  მე  სიმბოლურად ვცვლიდი ფირნიშნებს", - განუცხადა კახა მიქაიამ სასამართლოს. მისვე განმარტებით, ზუგდიდის ყოფილმა გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ  რევაზ ლაღიძის ქუჩას მალულად და  მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შეუცვალა სახელი. ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირები, რომლებიც  ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელები არიან, მიქაიას და მოლაშხიას მიმართ შენივნის მიცემას ითხოვდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მოსამართლე ლაურა მიქავამ განუცხადა, რომ ის კახა მიქაიას მიმართ ლმობიერი იყო. მოსამართლემ პოლიციის თანამშრომელს ასევე განუმარტა, რომ მიქაიას გასულ თვესაც ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი დადებული, რაც დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენდა. "დაიცავი საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია აცხადებს, რომ ფირნიშებს, რომელიც თვითონ დაამზადა ზუგდიდის გამგეობას ჩუქნის და ამასთან ის ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ დააკმაყოფილოს ქობალიას ქუჩის მაცხოვრებლების მოთხოვნა,  ქუჩას დაუბრუნდეს ძველი სახელწოდება. თუ არ აღადგენენ ქუჩის სახელწოდებას აქციებს გავმართავთ, - განაცხადა მიქაიამ. ამ დრომდე,  გრიგოლ ქობალაის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების სანომრე ნიშნებზე რევაზ ლაღიძის სახელი აწერია. ცნობისთვის, დაიცავი საქართველოს წევრები კახა მიქაია და საშა მოლაშხია, გუშინ, 18 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე  დააკვეს. ისინი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა გრიგოლ ქობალიას ქუჩაზე სახლის სანომრე ნიშნებს თვითნებურად ცვლიდნენ.      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.