Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/damewyrili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/damewyrili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/damewyrili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/damewyrili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
გიორგი თოდუა - ვფიქრობ, დამეწყრილ ზონაში მცხოვრები ოჯახები მალე სოლიდურ კომპენსაციას მიიღებენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში დაახლოებით, 10-მდე ოჯახი დამეწყრილ ზონაში ცხოვრობს. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ნარაზენი, კერძოდ რუსთაველის უბანი 2006 წელს დაიმეწყრა, რის გამოც სახლის კედლები და საძირკველი გაიბზარა. მათივე თქმით, ასეთ სახლებში ცხოვრება დღითიდღე საშიში ხდება. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ყოფილი ხელისუფლება საცხოვრებლ ადგილს წალკაში, ახმეტასა სამცხე-ჯავახეთში სთავაზობდა. ნარაზენის მკვიდრის რამინ ქობალაის სახლის ნაწილი ჩამოშლილია, კედლები კი მთიანადაა გაბზარული. რომან ქობალია ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სარემონტო სამუშაოებს არ ექვემდებარება და დაშლას საჭიროებს. „შვიდი სული ვცხოვრობთ ამ სახლში. სოციალურად დაუცველები ვართ. ავადმყოფი შვილი მყავს, რის გამოც ყველაფერი გავყიდეთ, ჩემი სახლი 24 ათას ლარად არის შეფასებული, ვითხოვთ კომპენსაციას“, - ამბობს რამინ ქობალია და დასძენს, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ რეგიონებში არ გადასახლდებიან. როინ ქობალაის მსგავასდ, როინ ახალაიც უკვე 5 წელია დახმარებას ხელისფლებისგან ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. „არ დაადგა ჩვენს ამაბვს საშველი. 5-6 წელია ამათი იმედი გვაქვს. არ ვიცით რა ვქნათ“, - ამბობს როინ ახალაია. მისივე ქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას ზუგდიდის გამგეობისთვის არ მიუმართავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო "ათინათი", ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალობის შემსრულებელს გიორგი თოდუას დაუკავშირდა. თოდუა ამბბობს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დამეწყრილ ზონაში, 325-მდე ოჯახი ცხოვრობს. მისვე განმარტებით, დამეწყრილ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სია პარლამენტში ერთი თვის წინ გააგზავნეს, სადაც, მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „ამ მონაცემთა ბაზას, მიმდინარე წელს კიდევ 40-ზე მეტი ოჯახი დაემატა. აქედან ნახევარი, უმძიმეს მდგომარეობაშია და ასახლებას ექვემდებარება. 500 ლარის დახმარება, რომელიც ამ დროს გაიცემა, გვესმის რომ არაფერს ნიშნავს. ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობა, პარლამენტთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვფიქრობ სულ მალე სოლიდური კომპენსაციების გაცემა დაიწყება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გიორგი თოდუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.