საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, მოქალაქეები ვენერა გოგავა, ნარგიზა ბესელია, დარეჯან გეგეშიძე, დალი ჯებისაშვილი და ირაკლი სვანიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, 4 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი დაამზადეს და გაასაღეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები