"პირველი რადიოს" ინფორმაციით დღეს სოხუმის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა . აქცია აფხაზური ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის რაულ ხაჯინბას ორგანიზებით გაიმართა. აქციის მოთხვნააა შეწყდეს გალში მცხოვრები ქართველებისათვის აფხაზური პასპორტების გაცემა. აქციის მონაწილეებმა დეფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს ულტიმალტუმი წაუყენს, თუ არ მოხდება უკვე გაცემული პასპორტების კანონიერების შესწავლა მაშინ აქციების პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. როგორც ”პირველ რადიოს” სოხუმიდან ადგილბრივმა ჟურნალისტებმა აცნობეს აქციის მონაწილეებს 5 კაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს რომელიც დეფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები