შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული გურამ ლ. ფოთში დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ნაგანი"-ს ტიპის რევოლვერი და ამავე ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სროლისთვის ვარგისი 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გურამ ლ-ს ჩხრეკისას ასევე აღმოაჩნდა ერთჯერად შპრიცში მოთავსებული 0,000011გრ ნარკოტიკული საშუალება “დეზომორფინი”.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაკავებულს „ოპიუმი“-ს ჯგუფის და ფსიქოტროპული საშუალება „ბენზოდიაზეპინი“-ს ჯგუფის ნივთიერებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) და დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები