არადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულის, მეგის ქარდავას საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 24 სექტემებერს დაიწყო.
მეგის ქარდავას ბრალი ედება ბელა როგავას არადამინურ მოპყრობასა და წამებაში. როგავა ამჟამად სასჯელს ქალთა #5 დაწესებულებაში იხდის.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მეგის ქარდავას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც სასამართლო პროცესზე, სამეგრელო- ზემო სვანეთის პროკურატურის , პროკურორმა დავით პაპავამ განმარტა, ბელა როგავა სამართალდამცავებმა 2009 წელს დააკავეს. მისივე თქმით, მეგის ქარდავამ დაკავებული ბელა როგავა აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით აწამა და სცემა.
„სიგარეტი მიაწვა სხეულზე, რამდენიმე ადგილას. და ასეთ პირობებში ამყოფებდა რამდენიმე საათი. რამაც გამოიწვია ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი“, - განუცხადა სასამართლოს დავით პაპავა და დასძინა, რომ საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები დევს.
მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეგის ქარდავას საქმეზე დაზარალებულად წარმოდგენილი ბელა როგავა არის ადამიანი, რომელიც სასჯელს ადამიანის მძევლად აყვანაზე იხდის.
მისივე განმარტებით, ბელა როგავამ ზუგდიდში ტაქსის მძღოლი აიყვანა და მისი ოჯახისთვის დიდი რაოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიყვანა.
„აი, ასეთი ადამიანი ამ საქმეში ერთადერთი დაზარალებული ბელა როგავა. მოწმეები კი საქმის მასალებიდან გამომდინარე არაფერს ამტკიცებენ“, - უთხრა სასამართლოს მეგის ქარდავას უფლებადამცველმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ამასთან, ქარდავას ადვოკატები, გია გოროზია და მალხაზ ველიჯანაშვილი მეგის ქარდავას საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადატანას თხოვდნენ, სადაც ქარდავას კიდევ რამდენიმე საქმე იხილება. მოსამართლე, დავით გელაშვილმა ადვოკატების აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მთავარ მიზეზად კი ადვოკატების მხრიდან პროცედურული საკითხების დარღვევა დაასახელა. ქარდავას ადვოკატებს სასამართლოსთვის აღნიშნული შუამდგომლობა წერილობით არ გადაუციათ.
„ეს არის კრიმინალის, ბელა როგავას ჩვენების საფუძველზე აგებული საქმე. ეს ადამიანი, ამავე საქმეში აღიარებს, რომ ტაქსის მძრლობეი ფულის გამოძალვის მიზნით გადაჰყავდა აფხაზეთში. ეს ადამინი უჩივის მეგის ქარდავას არაადამინურ მოპრობაში, რაც გაუგებარია. არ სეიძლება არ შეიძლება კრიმინალებს დაუჯერო და ყველა მის ჩვენაზე ბრალდება ააგო. ცვენ დავამტკიცებთ ამ საქმის აფსურდულობას“, - განუცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მალხაზ ველიჯანავილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დასაკითხი 20 მოწმიდან არც ერთი არ დაკითხულა. მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვები წარმოსთქვეს. ამასთან, დღევანდელ პროცესს არც დაზარალებული ბელა როგვა ესწრებოდა.
მეგის ქარდავას მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები