საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდების ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ვიდეოთვალები დამონტაჟება აუდიტორიებში უკვე დაიწყო. რამდენიმე დღეში ყველა საგამოცდო ცენტრი აღიჭურვება ავეჯით და სხვა საჭირო ინვენტარით. წელს, საგამოცდო ცენტრებისთვის 850-მდე ვიდეოთვალი და 9000-ზე მეტი მერხი გამოიყო. საგამოცდო პროცესს 13000-მდე კურატორი და დამკვირვებელი ეყოლება. საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში იხსნება. წელს საგამოცდო ცენტრების შენობები თბილისში, ქუთაისსა და ფოთში შეიცვალა. ახალი ცენტრების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მონაწილეთათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნის შესაძლებლობაა. ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს და პედაგოგებისთვის 2 ივლისს დაიწყება. გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 4000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას დაახლოებით 7500 სტუდენტი ჩააბარებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.