ხვალიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმონ.
ბარათიდან მოქალაქეები შეიტყობენ რეგისტრაციის ადგილს და იმ საარჩევნო უბნის მისამართს, სადაც ხმის მისაცემად უნდა მივიდნენ.
საინფორმაციო ბარათებს მოქალაქეებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დაურიგებენ. ცესკო მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ მონაცემების გადამოწმების პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები