Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/Untitled2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკანონმდებლო რეგულაციებზე ზუგდიდში ისაუბრეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ორგანიზებით ზუგდიდის დემოკრატიული ჩარტულობის ოფისში დღეს, 25 სექტემბერს საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს. შეხვედრას როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო რგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის გოგი ჩიხლაძის განმარტებით, საარჩევნო პერიოდში ყველაზე ხშირად ინსტიტუციური, ფინანსური რესურსებისა და ძალოვანი სტრუქტურის გამოყენების მაგალითები გვხვდება. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ჰქონდა თუ არა საჯარო მოხელეებს შესვენების პერიოდში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება. რაზეც ჩიხლაძემ განმარტა, რომ ამის პრეცენდენტი ცსკოს არ ააქვს. და თუ მოხდება მსგავსი პრეცენდენტები, მისივე თქმით, ამის გაკონტროლება ძნელი იქნება. ამასთან, გოგი ჩიხლაძემ ეუთოს კოპენჰაგენის და საქართველოს კანონმდებლობის პრინციპები შეხვედრის მონაწილეებს მოკლედ გააცნო. როგორც რადიო „ათინათს“ გოგი ჩიხლაძემ უთხრა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წელს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები უპრეცენდენტოდ დაბალია. „ თუმცა არის პრობლემები და ეს ძირითადად არაპროფესიონალიზმს ეხება. ან და შემთხვევები გვაქვს კონკრეტული საჯარო მოხელის თვითშემოქმედებასთან. იმის თქმა მინდა, რომ ამ მიმართულებით სისტემური პრბლემემბი არ არის,“ - ამბობს გოგი ჩიხლაძე. ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, გამგეობა ყველანირ ღონეს იხმარს, რომ ზუგდიდში ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად არ მოხდეს. „საჯარო მოხელე და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ნებისმიერი არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს. არჩევნები არის ჩვეულებრივი მოვლენა, არც გამარჯვებაა ტრიუმფი და საოცარი მიღწევა და არც დამარცხებაა ტრაგედია“, - აცხადებს გიორგი თოდუა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.