"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა სოხუმის დაცემის 20 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს არის ტრაგიკული დღე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის.
"დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც 20 წლის წინ დაეცა და იმედია ასეთი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გმირთა მემორიალთან თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებიან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები. გმირთა მოედანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკვე მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები