მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმ. ელენემ იერუსალიმში მოიძიეს უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები