ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებას ავრცელებს. 28 სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძაღლების უფასო ვაქცინაცია იწყება. მეპატრონეებს შეუძლიათ საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით აირჩიონ ვაქცინაციის ცენტრები, რომელიც გაიხსნება შემდეგ მისამართებზე:
რაიონული საავადმყოფოს ეზო; რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია; ი.ქ.კ. ადმინისტრაციული შენობა; ფაიფურის ქარხნის ეზო; სოფ. ჭითაწყარი – რესტორან ,,ანტრე"–ს მიმდებარე ტერიტორია;
სოფლები:ოდიში, გამნუხური, ცაიში, ინგირი.
უფასო ვაქცინაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები