დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ქადაგებისას პატრიარქი დიცსა და დვანში გამყოფი ზოლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მტრის მცდელობის მიუხედავად ქართველები, აფხაზები და ოსები განუყოფლები დარჩებიან.
" ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი, მაგრამ ეშმაკს შეშურდა და დააპირა ამ ერთობის გაყოფა. მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი. შედეგები ის იქნება, რომ მტერი წაგებული იქნება", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები