Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/socccc.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/socccc.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/socccc.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/socccc.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველთა საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ბენზინის გადასხმამდე, აქციის მონაწილე მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ამქვეყნად აღარაფერი დარჩა და მის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. ამის შემდეგ მან ჯიბიდან ბენზინიანი ბოთლი ამოიღო და გადაისხა, თუმცა აქციის მონაწილეებმა და თბილისის მერიისა და პოლიციის წარმომადგენლებმა ოპერატიულად მოახერხეს მამაკაცის შეჩერება, ბოთლი და ასანთი წაართვეს და პიჯაკი გახადეს, რომელზეც ბენზინი ჰქონდა გადასხმული. აქციის კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც აცხადებდა, რომ ის ონკოლოგიურად დაავადებულია და სხვადასხვა სახის დაავადებები აქვს, ეპილეფსიურ კრუნჩხვაში ჩავარდა. მას დახმარება აქციის მონაწილეებმა, პოლიციელებმა და მერიის დაცვის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. მერიასთან გამოძახებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. სოციალურად დაუცველები, ვეტერანთა კავშირის წევრები, იპოთეკით დაზარალებულები და დევნილები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მერიას საბინაო ფონდის შექმნას სთხოვენ, რათა უსახლკაროდ დარჩენილებზე თბილისის მერიამ იზრუნოს და მათ საცხოვრებელი პირობები შეუქმნას. აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის მერია არანაირ ინიციატივას და ყურადღებას არ იჩენს უსახლკაროდ დარჩენილების მიმართ. აქციის მონაწილეებმა მერიასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს, მიტანილი აქვთ ცოცხები, რომელზეც წითელი ვარდებია დამაგრებული. ასევე გაკეთებული აქვთ თბილისის მერის გიგი უგულავას სურათი, რომელსაც შავი არშია აქვს შემოვლებული. აქციაზე უკრავენ სამგლოვიარო მუსიკას, ხოლო აქციის მონაწილეებს მკერდზე მიბნეული აქვთ შავი ფერის ლენტები. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული პერფომანსით თბილისის მერს გლოვობენ, რომელიც ქალაქისთვის არაფერს აკეთებს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით - "ნათელი ქალაქის შავბნელი მერია", "ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება", "არა სოციალურ ბარბაროსობას", "მე თაღლითების მსხვერპლი ვარ" , "გამოიძიეთ თაღლითური საქმეები". აქციას, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაციამ სოლიდარობა გამოუცხადა და აქციის მონაწილეებს შორის ჩადგა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.