Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/vvvvv.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/vvvvv.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/vvvvv.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/vvvvv.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ვახუშტი ფარცვანია-ბატონო პრემიერ-მინისტრო, რატომ იგდებთ აბუჩად საქართველოს მოსახლეობას
„სახალხო მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ვახუშტი ფარცვანიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სიტყვით მიმართა. მან პრემიერ მინისტრი სამეგრელოში ჩამოსვლისა და ხალხთან შეხვედრის შესახებ ცრუ დაპირებაში დაადანაშაულა. ფარცვანია აღნიშნავს, რომ პრემიერმა საზოგადოების ნების იგნორირებით ურეიტინგო პარტიები მოიყვანა ხელისუფლებაში, გაანადგურა ოპოზიციური პარტიის სულისკვეთება და დაამკვიდრა ორხელისუფლებიანობა. „ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელდა სამარცხვინო კოაბიტირებული გადანაცვლება-ჩანაცვლებები, გამოიკვეთა კლასიკური ნეპოტიზმი ხოლო ღირსეული ხალხი იგნორირებულია“-, აღნიშნა ვახუშტიმ. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოების მოთხოვნა ზუგდიდში სამთავრობო სხდომის ჩატარების შესახებ დღემდე პასუხგაუცემელია. ფარცვანია ასევე „სამარცხვინო შოუს“ უწოდებს 25 სექტემბერს პრემიერ მინისტრსა და ექსპერტე- პოლიტოლოგებს შორის გამართულ შეხვედას. მან პრემიერი პრეზიდენტობის ინსტიტუტის სრულ დევალვაციასა და სამმილიონნახევრიან საარჩევნო სიის გაყალბებაში დაადანაშაულა. „ნათლად გამოიკვეთა, რომ თქვენ დევნით ნამდვილ ოპონენტებს. გაგვაგებინეთ ბატონო პრემიერ-მინისტრო , რატომ გვატყუებთ, რატომ იგდებთ აბუჩად საქართველოს მოსახლეობას, თქვენი იმედით მყოფ ამომრჩევლებს და რატომ გვაყრით ნაცარს თვალებში“,-ნათქვამია მიმართვაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.