ხობის რაიონის სოფელ თორსაში ქარჩავების ოჯახი დააყაჩაღეს, რა დროსაც 65 წლის დათიკო მოკლეს.
ოჯახის წევრების განცხადებით თავდასხმა 23:00 სთ-ზე მოხდა. სახლში შეჭრილმა სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა მათი ოჯახის წევრები სკამებზე მიაბეს. დათიკო ქარჩავა თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით საანდირო თოფი აიღო, რა დროსაც მას თავდამსხმელებმა ესროლეს და მხარში დაჭრეს.
თავდამსხმელები დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში აწამებდნენ ქარჩავების ოჯახის წევრებს და ერთ მეზობელს, რომელიც შემთხვევით ამ ოჯახში აღმოჩნდა. ყაჩაღებმა სახლიდან 2 500 ლარი და ერთი ცალი ოქროს ბეჭედი წაიღეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, დათიკო ქარჩავა სისხლისგან დაიცალა, რადგან დაჭრილი იყო და ვერ მოხერხდა მისი საავადმყოფოში დროზე გადაყვანა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები