საზოგადოება
"ახალი მემარჯვენეები": “სირცხვილია 21-ე საუკუნის საქართველოში ასეთი სკოლების არსებობა"
"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ სოფლებში საჯარო სკოლების დიდი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ხელისუფლების "წარმატებულ რეფორმებში" ერთ-ერთ მოწინავე ადგილს განათლების რეფორმა და საჯარო სკოლების თითქოს ბევრად გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იკავებს. თუმცა "ახალი მემარჯვენეების" ფართომასშტაბიანმა აქციამ  საქართველოს სოფლებში დაგვანახა, რომ რეალობა სულ სხვაა. საქართველოს პრაქტიკულად  ყველა რეგიონის სოფლებში საჯარო  სკოლების მდგომარეობა  უმძიმესია. მათი ნაწილის გამოყენება სასწავლო დაწესებულებად  საშიშია, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამის დასადასტურებლად მანანა ნაჭყებიამ ჟურნალსტებს საქართველოს რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლების ფოტოები წარუდგინა. "ამ ფოტოებს კომენტარი არ სჭირდება. თუ ვინმეს მაინც დაებადება კითხვა და გაუჩნდება ეჭვი, რომ ეს სკოლის შენობებია, მინდა ვუთხრა, რომ ეს მართლაც სკოლების შენობებია მარტვილის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ხაშურის რაიონებში, რომლებსაც,  როგორც თვითონ სოფლების მცხოვრებნი ამბობენ,  თავმოყვარე ადამიანი  საქონლის დასაბინავებლადაც არ გამოიყენებს. ამის მიხედვით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - სოფელი და მისი სკოლა ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის", -  განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. "ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ განათლების სამინისტრო ამ შენობების შეკეთებას არც აპირებს და მისი სტრატეგია ასეთია: მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის საბაბით  ამ სკოლებს დახურვა  ემუქრებათ, ისე, როგორც უკვე დაიხურა ბევრი სკოლა საქართველოს რაიონებში და ბავშვებს რამდენიმე კოლომეტრზე ფეხით უწევთ სიარული"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. მისი თქმით, კანონის თანახმად უკვე დაწყებული უნდა იყოს  2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესი  და საქართველოს მთავრობამ მინიმუმ უნდა გააორმაგოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი თანხები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.