ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონპროექტის პარლმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, უშიშროების საბჭოს ფუნქციები შეიცვლება.
ცვლილების შემდეგ, უწყების კომპეტენცის სფეროდან გამოვა უშიშროების სფერო და დარჩება მხოლოდ თავდაცვა, კერძოდ, სამხედრო აღმშენებლობა და თავდაცვის გარკვეული საკითხები.
ამასთან, პრეზიდენტს უფლება ექნება, მინისტრთა კაბინეტიდან სამი წევრი საკუთარი სურვილით დანიშნოს ან გაათავისუფლოს, მუდმივმოქმედი წევრების გარდა.
საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები პრეზიდენტი, პრემირმინისტრი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია. ასევე იცვლება გადაწყვეტილებების მიღების წესი და უშიშროების საბჭოში, ცვლილებების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლეობით მიიღებენ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, უშიშროების საბჭოს მდივანს ექნება გარკვეული ფუნქციები ქვეყანაში საომარი მდგომარების შექმნისასაც. „ზუსტად განისაზღვრა ეროვნული უშიშორების საბჭოს ფუნქციები უფლებები, ვალდებულებები და ეს შემოიფარგლა, ძირითადად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის უზრუნველოფის საკითხებით. გარდა ამისა, ბუნებრივია, მას ექნება გარკვეული ფუნქციები საომარი მდგომარეობისას“,- განაცხადა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები