დღეს დილით კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი გარდაიცვალა. გოგი ხუციშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონკურსო კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა, როდესაც შეუძლოდ გახდა.
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნივერსიტეტში მალევე მივიდა, თუმცა გოგი ხუციშვილი ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
"დილის ათ საათზე დაიწყო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული საკონკურსო კომისიის მუშაობა, რომლის წევრიც იყო გოგი ხუციშვილი. დაწყებიდან ხუთ წუთში გოგი ხუციშვილი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო ძალიან მალე მოვიდა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი დახვდათ", - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
გოგი ხუციშვილი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები