საქართველოს პრემიერმინისტრი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და მიმართვას ავრცელებს:
„თითქმის ორი ათეული წელია 5 ოქტომბერს მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მეც ვუერთდები ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მთელი გულით ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს პროფესიულ დღესასწაულს.
პატრიოტიზმი, შრომისადმი სიყვარული, სიმართლისთვის ბრძოლა ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან იწყება და ამის ჩამოყალიბებაში მასწავლებელთა როლი განუსაზღვრელია.
ჩვენმა მასწავლებლებმა უმძიმესი წლები გამოიარეს - ურთულესი ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მიუხედავად, შეუფერებლად დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, მათ უარი არ თქვეს საკუთარ პროფესიაზე და შეძლეს ღირსეული თაობების აღზრდა ქვეყნისათვის.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენმა მთავრობამ განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა და დავიწყეთ მასწავლებელთა ხელფასების მომატება, თუმცა ეს ჯერ კიდევ შორსაა იმისაგან, რასაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ ამ გზით ვივლით, და ბოლოს და ბოლოს მათ ექნებათ ის ანაზღაურება, რომელიც მასწავლებლის პროფესიას დაუბრუნებს პრესტიჟს.
ვულოცავ მასწავლებლებს დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მათ, კიდევ მრავალი ღირსეული თაობა აღეზარდოთ, რითაც უდიდეს წვლილს შეიტანენ ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარების საქმეში“, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები