ოლიმპიური ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში გუშინ ჩაიტანეს. ჩირაღდნის ესტაფეტას მოსკოვში ერთ–ერთი პირველი რუსეთ–საქართველოს ომის ვეტერანი და სამხედრო პილოტი ივან ნეჩაევი გაუძღვა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მის მოიერიშეს ჭურვი მოხვდა, თუმცა ნიჩაევმა დაზიანებული თვითმფრინავი რუსულ ბაზაზე დააბრუნა და გმირის წოდებაც სწორედ ამიტომ მიანიჭეს.
ოლიმპიურ სიმბოლოს წითელ მოედანზე ზეიმით დახვდნენ. ჩირაღდნის გადაცემის ცერემონიის დროს გაუთვალისწინებელი ინციდენტიც მოხდა– როდესაც ესტაფეტა მსოფლიო ჩემპიონმა, ცურვაში, შავარში კარაპეტიანმა განაგრძო ჩირაღდანი ჩაქრა, თუმცა ცეცხლი მალევე აანთეს და ს მიჰქონდა, ცეცხლი ჩაქრა, ცეცხლი მალევე აანთეს და კრემლის წინ ესტაფეტის გადაცემა გაგრძელდა. ცერემონიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.
რუსეთი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2014 წელს სოჭში უმასპინძლებს.
მასალის გამოყენების პირობები