საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს დღეს, ახალი საპატრულო მანქანები გადაეცემა.ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ოფიციაური ვებგვერდი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებას ზუგდიდში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრებიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდება და "შკოდას" მარკის 20 ახალი ავტომობილით შეივსება. რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცემათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომით და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები