ამომრჩეველთა გადამოწმებულ მონაცემებს დღეს, 11 ოქტომბერს, სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტო ცესკოს გადაუგზავნის. სააგენტოს ინფორმაციით, გადამოწმებული 800 ათასამდე მონაცემიდან 61 ათასზე მეტი შესწორდა.
აქედან 3, 800 მოქალაქე საარჩევნო სიაში ორჯერ იყო შეყვანილი. 10,200-ზე მეტი ადამიანი კი ისე იყო რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართებზე, რომ მათ შესახებ თავად მესაკუთრემაც არ იცოდა. სიიდან ასევე ამოიღეს 3, 800 გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები.
როგორც ცესკოში აცხადებენ, არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შესწორებულ მონაცემებს და ისინი ამ სიებით იხელმძღვანელებენ.
მასალის გამოყენების პირობები