2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 2 მაისის სესიაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, გაეგზავნათ სპორტსმენები სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან სპორტი მშვიდობისა და ერთიან სივრცეში თანაცხოვრების სიმბოლოა. თუმცა ეს გადაწყვეტილება გარკვეული პროვოკაციების მიზეზი გახდა.
საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი გმობს გადაწყვეტილებას ნეჩაევის შესახებ და თვლის, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეჩირაღდნე არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ომისა და აგრესიის სომბოლოა.
ოლიმპიელთა კლუბი აცხადებს: "ჩვენ არასპორტულად მივიჩნევთ რუსეთის მიერ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციას და ვაპროტესტებთ. თუმცა რუსეთის მიერ გათვლილმა ნაბიჯმა მიზანს მიაღწია, რადგან გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ურთიერთდაპირისპირების მიზეზად აქციონ სოჭის ოლიმპიადა, რათა გარკვეული ქულები დაიგროვონ პოლიტიკურ არენაზე"– ნათქვამია განხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები