საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს .
"ვულოცავ 85 წლის იუბილეს დიდ რეჟისორს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს.
თავისი შემოქმედებითა და მოღვაწეობით მან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კულტურაში. ლანა ღოღობერიძის კინოფილმები იმ ფილმთა ჩამონათვალშია, რომელმაც მთელი მსოფლიო ქართული კინოს ფენომენზე აალაპარაკა.
ვუსურვებ ქალბატონ ლანას დიდხანს სიცოცხლესა და წარმატებებს",- ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოც წერილში.
მასალის გამოყენების პირობები