Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC01248.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC01248.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC01248.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC01248.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ზუგდიდში შენობა-ნაგებობებზე, აკრძალვის მიუხედავად , საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები გააკრეს
ზუგდიდში საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატები, აკრძალვის მიუხედავად, ელექტრო ბოძებზე და შენობა-ნაგებობების ფასადებზე ამ დრომდე გაკრულია. ზუგდიდის საკრებულოს #88 განკარგულების თანახმად, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საფუძველზე იქნა გაცემული, ქალაქის ტერიტორიაზე გარდა კანონით განსაზღრული ადგილებისა, საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსება აკრძალულია. საკრებულოს განკარგულების თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსება მხოლოდ 7 ადგილას, სპეციალურად დამზადებულ სტენდებზეა დაშვებული. ამასთან განკარგულების თანახმად, სტენდების დამზადება ზუგდიდის გამგეობას დაევალა, ხოლო საკრებულოს ამ განკარგულების წესდების დარღვევის აღკვეთა ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს ევალება. „გარდა კანონით განსაზღრულისა, საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსება, გნებავთ ეს იყოს ელექტროენერგიის ბოძები, შენობები გარდა კერძო საკუთრებისა, ითვლება ადმინისტრაციული სამართლის დარღვევის ფაქტად“,- უთხრა რადიო ათინათს“ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა თეიმურაზ ბასილაიამ. მისივე განმარტებით, ზუგდიდის საკრებულომ ამის შესახებ განკარგულება დაახლოებით, 2 თვის წინ გასცა. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ თუ კანონის დარღვევას აქვს ადგილი ისინი მზად არიან პლაკატები თავიანთი ხელით ჩამოხსნან. „ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ახალგაზრდები, მაგრამ რომ ხედავენ აჭრელებულ ადგილებს თვითონაც აკრავენ. მთელი ერთი კვირაა გაკრულია პლაკატები და ამაზე რეაგირებას უნდა ყოფილიყო. თუ ეს დარღვევულია დროულად უზრუნველყონ გაფრთხილება და პარტიებს თავიანთი ხელით ჩამოახსნევინონ და გაასუფთავებინონ ქალაქი პლაკატებისგან“, - აცხადებს გიორგი მაგრველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსიის მოადგილე გოგიტა მამფორია. „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბში ამბობენ , რომ სარეკლამო პლაკატების განთავსების შეზღუდვების შესახებ მათთვის ცნობილია. „აკრძალულია, თუმცა იქვე დებულებაში დევს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე  სპეციალურად დამზადებული სტენდების განთავსება გამგეობას უნდა უზრუნველეყო. რადგან ეს ვერ შესრულდა იძულებულები გავხდით ასე გაგვეკეთებინა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამასახურში აცხადებენ, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის სპეციალურად დამზადებული სტენდების განთავსება დღეს დასრულდება. „სამწუხაროდ ეს ტრადიცია ყოველთვის იყო და წელსაც გაგრძელდა. ამ პრაქტიკას წელსაც ვერ ავცდით, მაგრამ ეს ყველაფერი, სტენდების განთავსების შემდეგ ვეცდებით შევზღუდოთ“, - ამბობს ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა. მისივე თქმით, ზუგდიდში რამდენიმე ადგილას იყო პლაკატებისთვის სტენდები, მაგრამ „პარტიები რატომღაც ბოძებს არჩევენ“. თუ რატომ არ ხდება შს სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოს მხრიდან ზემოაღნიშნული კანონდარღვევის ფაქტებზე  რეაგირება , უწყების პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უპასუხეს, რომ პოლიციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს რეაგირებას თუ პირი უშუალოდ შემჩნეული იქნება პლაკატების გაკვრის პროცეში. დამატებით კითხვებზე, რადიო „ათინათს“  სამინისტროს პრესასმსახურში არ უპასუხეს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.