Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/yurban.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/yurban.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/yurban.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/yurban.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მთელ მსოფლიოში დღეს, მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამობა მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლობიდან მოდის. "აბრაამ შუამავალს შვილი არ ჰყავდა. მან ღმერთს შვილი სთხოვა და პირობა დადო, რომ საყვარელი არსების მსხვერპლშეწირვას გააკეთებდა. გაუჩნდა აბრამს შვილი ისმაილი და მან ღმერთს შესწირა აქლემი, ცხვარი, ძროხა. მაგრამ სიზმარში ნახა, რომ ის პირობას არ ასრულებდა, რომ მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. აბრაამი მორწმუნე იყო, დამორჩილდა ღვთის სურვილს, წაიყვანა შვილი შესაწირად. როდესაც ალლაჰმა დაინახა, რომ აბრაამი მზად იყო შვილის მსხვერპლად შესაწირად, ზვარაკი გამოაგზავნა და სთხოვა, შვილის ნაცვლად მისთვის ზვარაკი შეეწირა. აბრაამმა ღმერთს მადლობა გადაუხადა და თქვა, არ არის ღვთაება გარდა ალლაჰისა". მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმის ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლის ხორცს თანაბრად ანაწილებს. თითოეული ოჯახი თავიანთ წილს ახლობლებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცემს. შესაწირი ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი. ასევე, მნიშვნელოვანია ასაკობრივი ფაქტორიც. ცხვარი 6 თვეზე ნაკლების არ უნდა იყოს, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი მინიმუმ ორი წლის უნდა იყოს. მუსლიმებმა ყურბან-ბაირამის ლოცვა დილის 08:00 საათზე შეასრულეს. ყურბან ბაირამის დღესასწაული 3 დღეს გრძელდება. ამასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისში, მეჩეთს ესტუმრება. როგორც ჟურნალისტებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯემალ პაქსაძემ განუცხადა , შესრულდება ლოცვა და პრემიერ-მინისტრს დალოცავენ. "დღეს ჩვენ მივდივართ თბილისში. დედაქალაქის მეჩეთში პრემიერ-მინისტრი უნდა გვესტუმროს. ძალიან გახარებულები ვართ. კიდევ ერთხელ შევასრულებთ ლოცვას, დავლოცავთ ჩვენს პრემიერს, სრულიად საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეროვნების და რელიგიის ადამიანს", - განაცხადა ბათუმში ჯემალ პაქსაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.