Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ts.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ts.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ts.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ts.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
თეა წულუკიანი - საზღვრისპირა სოფლებში მიწების დარეგისტრირება სწრაფი ტემპით მოხდება
საზღვრისპირა  სოფლებში მიწების დარეგისტრირება სწრაფი ტემპით მოხდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამ ჯგუფის შექმნამდეc,  მავთულხლართების მოწყობის მომენტიდან, როგორც ჟენევის პროცესის მონაწილე ერთ-ერთი უწყება ჩართულია ამ პროცესებში. "ამ ჯგუფში კიდევ უფრო მეტი აქტივობით ჩავერთეთ ყველა უწყება, ამ საერთო საქმეში ვდებთ  წვლილს. ჩვენი წვლილი მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვრისპირა სოფლებში, იქ სადაც მოსახლეობას დარეგისტრირებული აქვს საკუთარი მამაპაპისეული მიწები, სწრაფი ტემპით აღრიცხოს მიწები და იქ, სადაც ამის საშუალება არის, მოხდეს საკუთრების უფლების დარეგისტრირება სწრაფად. რიგ შემთხვევაში, მოხდეს საკუთრების უფლების აღიარება და თუ არის შემთხვევები, სადაც საკადასტრო მონაცემები არაზუსტია, ყოველგვარი საფასურის გარეშე ჩვენ საჯარო რეესტრის მეშვეობით ამ დაზარალებულ მოსახლეობას მოვემსახურებით. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი წვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიდოდა, რომ იმ ხალხს, ვისაც აქვს მცოცავ ოკუპაციასთან პირდაპირი შეხება და არის მსხვერპლი, არ ექნება მომავალში საკუთრების უფლება საკუთარ მიწაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის მიწა, ეს არის თითოეული ქართველის მიწა, რომელიც იქ ცხოვრობს.   "ინტერპრესნიუსი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.