სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვახუშტიი ფარცვანია საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. დღეს, 16 ოქტომბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ფარცვანიამ აღნიშნა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებმა სამარცხვინო ხასიათი მიიღო, პრეზიდენტის ინსტიტუტი კი დევალვირებული გახდა.
მისივე განცხდებით, საპრეზიდენტო არჩვენების ლეგიტიმურობა ეჭქვეშ რამდენიმე მიზეზის გამო დგება.
„ეროვნული ხელისუფლების დამხობით და ე.წ ვარდების რევოლუციის განხორცილებით საქართველოში ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალება ორგზის განხორციელდა. მისი შედეგების ლიკვიდაციის საკითხი კი დღემდე არ დამდგარა. ეროვნული ხელისუფლების დამხობის შედგეკ კი არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო ლეგიტიმური.“-აცხადებს ფარცვანია.
მისივე თქმით, ამის ერთ ერთ უმთავრეს მიზეზს ისიც წარმოადგენს რომ პრემიერ მინისტრმა უკვე დანიშნა პრეზიდენტი და არჩევნებს მხოლოდ ფორმალურად ატარებს.
„ასევე, არაფეს ამბობენ წინა ხელისუფლების მიერ გაყალბებულ საარჩევნო სიებზე, რაც წინასწარვე მიუთითებს არჩევნების გაყალბებაზე. არჩევნების არალეგიტიმურობას მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ახალი ხელუსუფლებაც კი არ აძლევს ღირსეულ ადამიანებს შანსს პოლიტიკაში დაიმკვიდრონ ადგილი"-აცხდებს ფარცვანია.
ამასთან, სახალხო მოძრაობის ლიდერი თხოვნით მიმართავს ხალხს, რომ გააქტიურდნენ და სახალხო მოძრაობის კონსოლიდაციით დამკვიდრდეს საქართველოში სახალხო პოლიტიკური ინსტიტუციები.
მასალის გამოყენების პირობები