Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/sergeenko_david_brif_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
დავით სერგეენკო - დაგროვებითი პენსია საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
დაგროვებითი პენსიის არსი, ისევე როგორც გადასახადების, ის არის, რომ მდიდარი დაეხმაროს ღარიბს და ძლიერი დაეხმაროს სუსტს, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მინისტრის განცხადებით, დაგროვებითი პენსია შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. სერგეენკომ განმარტა, რომ ამ პროექტის მუშაობა ახლა არ დაწყებულა, ის 2012 წლის ბოლოს დაიწყო. მისივე თქმით, პროექტი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ვითარდება და განიხილება ორი ძირითადი ვარიანტი. "დაგროვებითი პენსიის არსი გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი მოქალაქე მუშაობის პერიოდში, როდესაც აქტიურად მუშაობს თავის საშემოსავლოდან ავტორიზებული თანხის რაოდენობას გამოყოფს საპენსიო ფონდისთვის მერე, რომ ჰქონდეს გარანტირებული მაღალი პენსია", - განაცხადა სერგეენკომ. ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ფონზე, რომ უმუშევართა რაოდენობა დიდია საქართველოში, როგორი იქნება ამ ადამიანების მიმართ მიდგომა, სერგეენკომ უპასუხა, რომ ანალიზი მიდის იმ რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოშია. როგორც ცნობილია, მთავრობა დაგროვებითი პენსიის რეფორმის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოდგილემ, გიორგი თაბუაშვილმა გუშინ, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.