2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრაცია 57-მა ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაიარა. ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი რეგისტრაციის გავლა ცესკო-ში 20 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ამ დროისთვის რეგისტრაცია 55-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიარა.
რაც შეეხება მედიასაშუალებებს, მათი რეგისტრაციის ვადა 24 ოქტომბერს იწურება. ამ დროისათვის კი ცესკო-ში 92 მედიასაშუალებაა რეგისტრირებული
მასალის გამოყენების პირობები