„არა პუტინის ოლიმპიადას“, „არა რუსეთს“ - ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია ზუგდიდში დღეს, 19 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმართა. ამჯერადაც აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები იყვნენ. მათი თქმით, ქართველმა სპორტსმენებმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
ამასთან, აქციის მსვლელობისას „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ნინო ბურჯანაძის წარმომადგენლები მივიდნენ და დაინტერესდნენ, ხომ არ უკავშირდებოდა ზემოაღნიშნული აქცია ნინო ბურჯანაძის ვიზიტს ზუგდიდში. აქციის მონაწილეების განმარტებით, აქციები მთელი ქვეყნის მაშტაბით იმართება და მას ნინო ბურჯანაძესთან კავშირი არ აქვს.
ცნობისთვის, ზუგდიდში დღეს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ნინო ბურჯანაძე ზუგდიდელ ამომრჩევლებს შეხვდება და თავის საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
მასალის გამოყენების პირობები