აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, თანხა დაახლოებით მილონ ლარს შეადგენს.
აჭარის სანაპირო ზოლში 5-ბალიანი შტორმი წუხელ დაფიქსირდა. დატბორილია რამდენიმე ქუჩა და ამ ქუჩებზე არსებული კაფე-ბარების პირველი სართულები.
აჭარის რეგიონის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, დატბორილია ქობულეთში ზღვასთან ახლომდებარე ქუჩაც. თუმცა, როგორც თურმანიძემ განაცხადა, სახლის დატბორვასთან დაკავშირებით, მოსახლეობისგან შეტყობინება არ მიუღიათ. რაც შეეხება მცურავ საშუალებებს, ისინი იახტ-კლუბშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები