საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მოსახლეობას 27 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ განცხადება დღეს ილია მეორემ სვეტიცხოველში გააკეთა, სადაც საკვირაო ქადაგება გაიმართა. უწმინდესის თქმით, მოსახლეობამ მას უნდა მისცეს ხმა, ვისაც საქართველოს დახმარება შეუძლია.
„პრეზიდენტობის არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა და მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ მივიდნენ და მისცენ ხმა იმას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღეს ეპისკოპოსად, შიომღვიმის მონასტრის წინამძღოლი მამა მიქაელი აკურთხა.
მასალის გამოყენების პირობები