აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. იწმინდება სანაპირო ზოლი და დატბორილ ტერიტორიებზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აჭარის სანაპიროზე ხუთბალიანი შტორმი ორი დღის წინ დაფიქსირდა. ძლიერი ტალღების გამო, ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლზე არსებული საფეხმავლო ბილიკები ზღვიდან გამოტანილი ბალასტით დაიფარა. დაიტბორა ბათუმის რამდენიმე ქუჩა.
ახალ ბულვარში ადიდდა არდაგანის ტბა, რის გამოც მიმდებარე კაფეების პირველი სართულები წყლით დაიფარა.
მასალის გამოყენების პირობები