აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების მოსახლეობას სამთავრობო კომისიის წევრები შეხვდნენ. დღევანდელი შეხვედრა კოკის, ხურჩისა და ორსანტიის მოსახლეობასთან შედგა.
შეხვედრას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია და სახელმწიფო მინისტრი რეინტერგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, მოადგილეებთან, ერთად ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის პრობლემები პირადად მოისმინეს .
ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემები მომდევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართება განხილული იქნება.
ადგილობრივებს განმარტებით, მათ ძირითადად გაზმომარაგების, სასმელი წყლის და გამრიცხველიანების პრობლემები აწუხებთ.
კომისიის წევრებმა დღესვე შეხვედრები სოფელ რიყესა და მუჟავაში გამართავენ. 23 ოქტომბერს კი ცხინვალის კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობას შეხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები