C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიაფდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ განაცხადა, ახალი პროექტის თანახმად, პატიმრებს C ჰეპატიტის მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდებათ.
მისივე თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობა რიგითი მოქალაქეებისთვისაც გაიაფდება. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა სოფლის ექიმების ხელფასების მომატებაზეც ისაუბრა.
სერგეენკოს თქმით, უკვე არსებობს პროექტი, რომლის თანახმადაც, სოფლის ექიმების ხელფასების მომატება 30 პროცენტითაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები